დასეტყვილი ვენახები - კახეთში ნაადრევი რთველი დაიწყო

გამოქვეყნდა:

კახეთში ნაადრევი რთველი დაიწყო. ფერმერები სეტყვისგან დაზიანებულ ყურძენს კრეფენ.
სახელმწიფო საწარმო "მოსავლის მართვის კომპანიამ" კახეთში სამ ლოკაციაზე უკვე დაიწყო სეტყვისგან დაზიანებული ყურძნის მიღება-გადამუშავება.

რთველის საკოორდინაციო შტაბის უფროსის, ლევან მეხუზლას განცხადებით, ერთი კვირის განმავლობაში სრულად დაბინავდება დასეტყვილი ყურძენი. 

შეგახსენებთ, ძლიერმა სეტყვამ და ქარმა ყვარლის, თელავისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში 4 600 ჰექტარი ვენახი დააზიანა.

ავტორი: ია გულიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი