"კრიმინალური, მოძველბიჭო და ყალთაბანდური ტიპის საზოგადოება" - თეოლოგების თქმით, ბერი იოანე უნდა განიკვეთოს

გამოქვეყნდა:

თავდასხმა ჟურნალისტებზე ისევ რეაგირების გარეშეაორი დღეა საპატრიარქო დუმს. მაღალი იერარქიის სასულიერო პირები ამ დრომდე არ გამოხმაურებიან თავკვეთულას მონასტრის ბერის გაუმართლებელ ქცევას. სინოდის წევრების გარდა მედიაზე თავდასხმას რეაგირება არ მოჰყოლია არც სახელმწიფო უწყებების მხრიდან.

თეოლოგები დარწმუნებულები არიან, რომ დაუსჯელობის სინდრომი და ლობირება აბედინებს ცალკეულ მამაოებსა და ბერებს მსგავსი საქციელის ჩადენას. 

"საქართველოს ეკლესიაში ჩვენ გვყავს კრიმინალური, მოძველბიჭო და ყალთაბანდური ტიპის საზოგადოება, რომელსაც არავითარი ინტელექტუალური, ერუდირებული და სულიერი მონაცემები არ გააჩნიათ",- ამბობს გიორგი ტიგინაშვილი, თეოლოგი.

თეოლოგების ნაწილი ამბობს, რომ ბერი, რომელმაც ჟურნალისტს შეურაცხყოფა მიაყენა, ეკლესიიდან უნდა განიკვეთოს

"ეს ბერიც და მისი ჯამბაზი ეპისკოპოსი იმსახურებენ აუცილებლად განკვეთას ეკლესიიდან. ნებისმიერი ძალადობა, ნებისმიერი ქმედება მათ გასდით. არ სჯით მათ არც სახელმწიფო, არ კანონი და აქედან გამომდინარე აკეთებ იმას, რასაც აკეთებენ",- ამბობს გოჩა ბარნოვი, თეოლოგი.

თავკვეთულას მონასტრში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით სასულიერო პირები კომენტარს არ აკეთებენ და კითხვებს გაურბიან

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი