"300-მდე ოჯახს, სიმბოლურ ფასში, დაუკანონდება ის ფართები, სადაც, ფაქტობრივად ცხოვრობენ წლების განმავლობაში. ეს არის როგორც დევნილი, ასევე სოციალურად დაუცველი მოსახლეობა, ასევე, ვინც წლებია ცხოვრობს ამა თუ იმ ფართში, მაგრამ ვერ იკანონებდნენ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, მათ გადავეცით სიმბოლურ ფასში და დავუკანონეთ მათი საცხოვრებელი. აქვე მინდა ვთქვა, რომ ეს არ არის ერთჯერადი აქტი, ეს პროცესი დიდი ხნის წინ გვაქვს დაწყებული"
თქვა ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ.