
საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2021 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.9% შეადგინა, ხოლო 2021 წლის პირველი შვიდი თვის, იანვარ-ივლისის საშუალო ზრდის მაჩვენებელი 12.2%-ია.
უწყების ინფორმაციით, 2021 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ დარგებში: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, დამამუშავებელი მრეწველობა, სასტუმროები და რესტორნები, ტრანსპორტი და დასაწყობება, ვაჭრობა.
კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობასა და სამთომოპოვებითი მრეწველობის დარგებში.