ქვეყანა ეკონომიკურად მკვდარია - ოპოზიცია ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე საუბრობს

გამოქვეყნდა:

შექმნილი ეკონომიკური კრიზისი გამო, ოპოზიცია სრულ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს. ხელისუფლების ოპონენტები მთავრობის მიერ შემუშავებული ანტიკრიზისული გეგმის არაეფექტურობაზე საუბრობენ. მათი შეფასებით, აღნიშნული გეგმა ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს ვერ პასუხობს. საპარლამენტო უმცირესობა ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს.

მთავრობის არასწრორმა მოქმედებებმა, დაგვიანებულმა სოციალურმა დახმარებებმა, დაგვიანებულმა რეაგირებამ, ყველაფერი რაც კი დღემდე მოგვისმენია ჩვენ, ეს იყო კედელზე რაღაცა სლაიდები გაშვებული, დაპირებები. არაფერი შესრულებულა, არაფერი, ერთი თეთრიც კი არ მიუღიათ ჩენს მოქალაქეებს. არადა, ეს ფული, ჯერ ერთი, მოხმარდებოდა მათ ელემენტალურ მოთხოვნილებებს და მეორეს მხრივ, როცა ფული გაქვს და სხვას აძლევ, ის სხვა ეკონომიკაში რაღაცას აკეთებს, ტრიალებს და ცოცხლდება.მკვდარია ქვეყანა ფინანსურად და მკვდარია ეკონომიკურად. ამ შეცდომებმა გამოიწვია ის, რომ რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე დიდი დაცემა მთლიანი პროდუქტისა მეორე კვარტალში იქნება საქათველოში, - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" თავმდჯომარე, რომან გოცირიძე.

"ევროპული საქართველოს" წევრის, სერგო რატიანის შეფასებით, ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტებზე ფასის 10 %იანი ვარდნა, ფაქტობრივად, შიმშილის ზღვარზე ყოფნის ტოლფასია.

ეს არის "ქართული ოცნების" პოლიტიკის არასწორი ნაბიჯები. ჩვენ "ევროპული საქართელო" ვთავაზობდით, რომ უკვე მარტში გატარებულიყო ის ღონისძიებები, რომლებიც დაეხმარებოდა ბიზნესს, რაც გულისხმობდა საკმაოდ მკვეთრ მემცირებას გადასახადების და ასევე, ჩვენი მოსახლეობისთვის გარკვეული დახმარებების გაცემას. მიუხედავად ამისა, "ქართულმა ოცნებამ" ეს ნაბიჯები არ გადადგა. ისინი ელოდებიან ბოლოს ფსკერზეც როდოს დავეცემით და 10 %-იანი ვარდნა, ეს არის ფაქტობრივად, შიმშილის ზღვარზე ყოფნა,- აცხადებს რატიანი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი