ზეთი - 43.9%-ით, ბოსტნეული - 42.2%-ით, პური - 13%-ით გაძვირდა - ფასები ბოლო 1 წელში

გამოქვეყნდა:

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, აგვისტოს თვეში წლიური ინფლაციის დონემ 12.8% შეადგინა, ხოლო თვიური ინფლაციის დონე 0.7%-ია. უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში ყველაზე მეტად ზეთი და ცხიმი გაძვირდა, ყველაზე ნაკლებად კი სატრანსპორტო საშუალებების შეძენა.

ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები:

  • რძე, ყველი და კვერცხი - 3.8%;
  • ხორცი და ხორცის პროდუქტები - 2.6%;
  • ბოსტნეული და ბაღჩეული - 2.1%;
  • ყავა, ჩაი და კაკაო - 1.2%;
  • თევზეული - 1.1%;
  • მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები - 1.0%;

ფასები შემცირდა:

  • ზეთსა და ცხიმზე - 2.1%-ით;
  • ხილსა და ყურძენზე - 1.5%-ით;

ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა:

  • პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე - 1.2%;
  • სატრანსპორტო მომსახურებაზე - 0.9%
  • სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე - 0.5%
  • სასტუმროები, კაფეები და რესტორნების ჯგუფში ფასები გაიზარდა:
  • ღამის გასათევით მომსახურებაზე - 7.2%;
  • საზოგადოებრივ კვებაზე - 1.1%

საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირის ჯგუფში ფასები გაიზარდა:

  • ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე - 4.3%;
  • საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება - 0.5%;

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა:

  • ზეთი და ცხიმი - 43.9%;
  • ბოსტნეული და ბაღჩეული - 42.2%;
  • რძე, ყველი და კვერცხი - 17.3%;
  • შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული - 16.9%;
  • პური და პურპროდუქტები - 13.0%;
  • თევზეული - 11.9%;
  • მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები - 11.5%;
  • ხორცი და ხორცის პროდუქტები - 8.3%;
  • ყავა, ჩაი და კაკაო - 6.8%;
  • ხილი და ყურძენი - 5.4%;

ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა:

  • პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე - 32.5%;
  • სატრანსპორტო მომსახურებაზე - 4.6%;
  • სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე - 2.9%;

საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირის ჯგუფში ფასები გაიზარდა:

  • ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები - 13.5%;
  • საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება - 7.1%;
  • წყალმომარაგება და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურება - 4.5%;

ჯანმრთელობის დაცვა, ჯგუფში ფასები მომატებულია: 

  • სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის - 17.9%;
  • საავადმყოფოების მომსახურების - 5.3%;
  • ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება - 5.0%.
მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი