დღეს საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე ტურში სტუმრად ესპანეთს შეხვდება.
ვილი სანიოლის მომზადებულმა გუნდმა მასპინძელ სტადიონზე მატჩისწინა, ბოლო ვარჯიში გამართა. დაპირისპირება 5 სექტემბერს თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.
ესპანეთში არსებული კოვიდ რეგულაციების გათვალისწინებით მატჩს, 8000-მდე გულშემატკივარი დაესწრება. საქართველოს ნაკრებს ამ შეხვედრაში კვარაცხელია, ლობჟანიძე და კიტეიშვილი ტრავმის გამო ვერ დაეხმარებიან.