მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი ბრაზილია-არგენტინას შორის, ბრაზილიის ჯანდაცვის მინისტრმა ჩაშალა. OLE-ს ინფორმაციით, მინისტრი თამაშის მსვლელობისას მოედანზე შევიდა და მოითხოვა, რომ კარანტინის წესების დარღვევის გამო, ინგლისის "პრემიერლიგაში" მოთამაშე 4 არგენტინელ ფეხბურთელს,
ბუენდიას, რომეროს, მარტინესსა და ლოსელსოს მოედანი დაეტოვებინათ.
ატეხილი გაუგებრობის გამო, არგენტინის ნაკრების ფეხბურთელებმა მოედანი დატოვეს, რის შემდეგაც მატჩი ჩაიშალა.