
ბათუმში, გასულ წელთან შედარებით, სოციალურად დაუცველი ადამიანების რაოდენობა 5 ათასით გაიზარდა, სოციალურ სასადილოებს კი 1500-ზე მეტმა ადამიანმა მიმართა - აცხადებენ ბათუმის საკრებულოს წევრობის კანდიდატები "ნაციონალური მოძრაობიდან".
მათი განმარტებით, იმ დროს როდესაც ქართული ოცნება სარეკლამო ბანერებში მარტო ბათუმის მასშტაბით 200 ათას ლარზე მეტს ხარჯავს, სიღატაკეში მყოფი მოსახლეობის რაოდენობა კატასტროფულად იზრდება.
ოპოზიციური პარტიის წევრებმა განცხადებები ბათუმის ცენტრში ერთ ერთ ყველაზე დიდ ბანერთან გააკეთეს, რომელზეც ქართული ოცნების მერობის კანდიდატი არჩილ ჩიქოვანია გამოსახული.