ცხინვალის ოკუპირებულ ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების სასაზღვრო პოლიციამ შეერთებული შტატების მოქალაქე დააკავა. ჯეისონ პოლ კრამერი ზნაურის რაიონის სოფელ ერმანში, საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააპატიმრეს.
"მთავარი არხის" ინფორმაციით, ინციდენტი 10 დღის წინ მოხდა, რასაც "ოცნების" ხელისუფლება ასაიდუმლოებდა. ამერიკის მოქალაქის პატიმრობის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც დაკავების თაობაზე კრემლის მართული მედია ალაპარაკდა.
იხილეთ ასევე: