ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო სასაზღვრო პოლიციამ აშშ-ს მოქალაქე დააკავა. ინფორმაციას "სპუტნიკი" საოკუპაციო რეჟიმზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს რომ ჯეისონ პოლ კრამერი "მესაზღვრეებმა" ზნაურის რაიონის სოფელ ერმანში, "სახელმწიფო საზღვრის" უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს.
გამოცემის ინფორმაციით, ამერიკის მოქალაქე ოკუპირებულ ტერიტორიაზე არაინფორმირებულობის გამო აღმოჩნდა, რადგან "საქართველოში სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის არსებობს შესახებ შესაბამისი ცნობები ვერ მოიძია".
საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებულ აშშ-ს მოქალაქე უკვე თავისუფალია:
„მე გადავკვეთე "საზღვარი", არ ვიცოდი ამის შესახებ, ვითარებიდან გამომდინარე, დავბრუნდი.
ბევრს ვერაფერს ვიტყვი, ციხეში ვიყავი ეს დრო. მერე გამათავისუფლეს.
კავკასიის რეგიონის მიმდებარედ ლაშქრობას ვგეგმავდი, შავი ზღვის მიმართულებით და ხელი შემეშალა ამაში საზღვარზე" - ამბობს აშშ-ს მოქალაქე