ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე მტკიცებულებების გასაჯაროებას აპირებს

გამოქვეყნდა:

ნიკოლოზ ბასილაშვილის სკანდალური საქმე - ქვეყნის პირველი ჩოგბურთელის ყოფილი მეუღლე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას ითხოვს. ნელი დოროყაშვილის უფლებადამცველი ამბობს, რომ  აქვს არაერთი მტკიცებულება, რომლითაც ნიკოლოზ ბასილაშვილის ბრალეულობა დასტურდება. ​

ჩოგბურთელის ყოფილი მეუღლე დეტალების გასაჯაროებას პრესკონფერენციაზე გეგმავს.

გასაჩივრება პროკურატურის კომპეტენციაა და ჩვენი სურვილია. მტკიცებულებები ჩვენი მოპოვებულია, მტკიცებულებები, რომელის გამოც გვჯერა, რომ ის პასუხს აგებს, - ამბობს ადვოკატი ანა აბაშიძე. 

განცხადება გაავრცელა ჩოგბურთელმა და მისმა ოჯახმაც. ნიკოლოზ ბასილაშვილი ამბობს, რომ შვილის ინტერესების გათვალისწინებით, ის არ აპირებს დეტალებზე საუბარს, თუმცა საკუთარი უდანაშაულობის დასამტკიცებლად იბრძოლებს. ოჯახი კი დოროყაშვილის მხრიდან შანტაჟზე საუბრობს. 

ოჯახს რისი თქმაც უნდოდა ნათქვამია განცხადებაში. ნიკა არ არის ადამიანი, რომელმაც შეიძლება მისი შვილის დედაზე რამე ილაპარაკოს-ეს ყველამ იცოდეს,-ამბობს ბასილაშვილის ადვოკატი ირმა ჭკადუა. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი