ქართველი ძიუდოისტი ნიკა ხარაზიშვილი ევროპის ჩემპიონი გახდა. 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში მან ლუქსემბურგში მიმდინარე ძიუდოისტთა ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვება მოიპოვა. 

ნიკა ხარაზიშვილმა ფინალურ ორთაბრძოლაში ნიდერლანდელი ტიგო რენესი დაამარცხა და მიმდინარე ტურნირზე ქართულ დელეგაციას პირველი ოქროს მედალი მოუტანა.

ცნობისთვის, ამავე წონაში, ბრინჯაოს მედალს თორნიკე ფოლადიშვილი დაეუფლა, რომელმაც გადამწყვეტ შეხვედრაში რუსი იხვან ედილსულტანოვი დაამარცხა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი