"მთავარი არხი" 2 წლისაა - მაგრამ ეს ორი წელი გაცილებით უფრო მეტს იტევს. ჩვენ, "მთავარი არხის" გუნდმა ჩვენს თავს 2 წლის წინ მართლაც წარმოუდგენელი სირთულის ამოცანა დავისახეთ. სულ რაღაც 19 დღეში მოვახერხეთ და ეროვნული მასშტაბის მაუწყებლობით დავუბრუნდით ჩვენს ერთგულ მაყურებელს. მაგრამ კიდევ უფრო დიდი მიღწევა ის არნახული ერთიანობა და გუნდურობა იყო, რომლის წყალობითაც ყველა სირთულე გადავლახეთ.
არ გეგონოთ, რომ პრობლემები და ბარიერები წარსულში დარჩა. ჩვენი, "მთავარი არხის" ყოველდღიური ცხოვრება ბრძოლას გავს. ჩვენ ღიადაც არაერთხელ გამოგვიცხადეს ომი და ფარულადაც აგრძელებენ ხაფანგების დაგებას. მაგრამ ჩვენ მაინც აქ ვართ, და არსად წასვლას არ ვაპირებთ. აქ ვართ - რადგან ასეა საჭირო ჩვენი საერთო მოავლისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის და რაც მთავარია სიმართლისთვის.
იხილეთ ასევე: