საშიშროებას არ წარმოადგენს, იქ არც ადამიანები გადაადგილდებიან - კალაძე ვაშლიჯვარზე

გამოქვეყნდა:

კახა კალაძე ამბობს, რომ ვაშლიჯვარში, საფრთხეს არ ქმნის გამსკდარი ქედი და მიწის მოძრავი მასა. თბილისის მერი ამბობს, რომ ამ კონკრეტულ ტერიტორიაზე 3 ლოკაციაა, რომელიც თავიდანვე ცნობილი იყო  და მიდის დამუშავების პროცესი:

არ არის საშიშროების შემცველი, არანაირ საშიშროებას არ წარმოადგენს, იქ არც ადამიანები გადაადგილდებიან - ამბობს კალაძე 

მისგან განსხვავებით საფრთხეებზე საუბრობენ სპეციალისტები.

ვაშლიჯვრის ფერდობზე ნაპრალები 2021 წლის მარტში გაჩნდა. ქართველი გეოლოგების პირველადი დასკვნით, მეწყერი დაძრული იყო და დღეში დაახლოებით 5 სმ-ით გადაადგილდება. მეწყრული პროცესების შესასწავლად ადგილზე გერმანელი სპეციალისტები ჩამოვიდნენ.​ გადაიკეტა საავტომობილო გზა, რომელიც 26 აგვისტოს ისევ გაიხსნა.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი