სუს-ის ფაილების მიხედვით, კალაძემ მორგოშიას უკანონო მშენებლობის ნებართვა მისცა და 300 000 დოლარით დაეხმარა

გამოქვეყნდა:

სუს-დან გამოჟონილი ფაილებიდან ირკვევა, რომ კახა კალაძე აფინანსებდა და სხვადასხვა ფორმით მხარს უჭერდა რადიკალურად განწყობილი ძალადობრივი ჯგუფების საქმიანობას.

ინფორმაციის მიხედვით, თბილისის მერმა მშენებლობის უკანონო ნებართვები მისცა კონსტანტინე მორგოშიას და "ალტერნატივა საქართველოს" დაახლოებით 300 000 დოლარით დაეხმარა.

საერთო ჩატში იწერებოდა, რომ სანდრო ბრეგაძის ინფორმაციით, კახა კალაძემ კოკა მორგოშიასთვის უკანონო მშენებლობის ნებართვა ორჯერ გასცა. ირკვევა, რომ მორგოშია ნებართვის მისაღებად დედაქალაქის მერს შანტაჟს უწყობდა.

გარდა ამისა, ფაილების მიხედვით, ლევან ვასაძის პარტია, რომლის ერთ-ერთი ლიდერია მორგოშია, უნდა დაფინანსებულიყო კალაძისგან. სანდრო ბრეგაძე სატელეფონო საუბრისას ამბობს, რომ კალაძემ "ალტ ინფოს" ერთ-ერთ დამფუძნებელ მორგოშიას 300 000 დოლარი მისცა. 

სუს-ის სკანდალურ ჩანაწერებზე სანდრო ბრეგაძე და დიმიტრი ლორთქიფანიძე ამბობენ, რომ არ ახსოვთ, მათ შორის მსგავსი საუბარი შემდგარიყო. ხოლო კოკა მორგოშიას ის ამბობს, რომ ის, რაც ჩანაწერებში წერია სისულელეა. 

"არავინ არ მაფინანსებდა, არც არავისთან დაფინანსებაზე მიმიმართავს არასდროს. თუ ავთენტური არაა, საუბარს აზრი არ აქვს, თუ ავთენტურია, რაში დასჭირდა ბრეგაძეს ეს ტყუილი მე ვერ ვხვდები. მას უნდა ჰკითხოთ. თუ ბრეგაძე დაადასტურებს, რომ ეს მისი საუბარია, ჩემი სურვილია გაასაჯაროოს დოკუმენტები",- ამბობს მორგოშია.

ინფორმაციას "სისულელეს" უწოდებს კახა კალაძეც.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი