კახა კალაძე "სისულელეს" უწოდებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ის მოძალადე დაჯგუფების ერთ-ერთ ლიდერს, კოკა მორგოშიას მშენებლობის ნებართვები მისცა:
"რაღაცა საინტერესო სიახლეა. ეს არის ძალიან დიდი ტყუილი, დიდი სიცრუე და დიდი სისულელე" - ამბობს კალაძე.
ინფორმაცია ამის შესახებ სუს-იდან გამოჟონილი ფაილებით გახდა ცნობილი.