პური არჩევნების შემდეგ სავარაუდოდ, 10 თეთრით გაძვირდება 

გამოქვეყნდა:


პურის ფასი 10 თეთრით ძვირდება.  ფასები, სავარაუდოდ, არჩევნების შემდეგ მოიმატებს, რასაც პურპროდუქტების მწარმოებლებიც ადასტურებენ.

მეწარმეები ფასების შენარჩუნებას არსებული რეზერვებით შეეცდებიან, თუმცა რა იქნება ოქტომბრიდან, პროგნოზების კეთება ყველას უჭირს.

"შეიძლება 10 თეთრით გაიზარდოს. ოქტომბრამდე ფასები არ შეიცვლება. საქართველოში პურის ფასი არ იკბინება და იმაზე მეტი არ არის, რაც მეზობელ ქვეყნებში.",- თქვა მალხაზ დოლიძემ "პურის მცხობელთა ასოციაციის" თავმჯდომარემ.

პურის გაძვირების მთავარი მიზეზი გლობალური ფასების ზრდაა, რომელსაც თან დაერთო ლარის კურსის გაუფასურება. ფასზე გავლენას ხორბლის ცუდი მოსავალიც ახდენს.

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი