ხელფასების ზრდა გარდაუვალია, ეკონომიკა ჯანსაღდება - ნათია თურნავა

გამოქვეყნდა:

შრომის ანაზღაურების ზრდა ძალიან მნიშვნელოვანია და პრინციპში გარდაუვალია, როდესაც ეკონომიკა ჯანსაღდება. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს იყოს ინკლუზიური და უფრო მეტად აისახოს თითოეული ოჯახის კეთილდღეობაზე. რა თქმა უნდა, ეს უნდა აისახოს შრომის ანაზღაურების ზრდაზეც. ეს ტენდენცია დაწყებულია და მივესალმებით ამას.

თქვა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ საქსტატის მიერ გავრცელებულ მონაცემებთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, 2021 წლის მეორე კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი წინა წლის ანალოგიური პერიოდთან შედარებით, 15.5%-ით გაიზარდა და 1 328 ლარი შეადგინა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი