მოაჯირთან მიგვიმწყვდიეს, ორმა ხელი კრა ლევანს და გადმოაგდეს... მეგონა, რომ ყველაფერი მორჩა - ამის შესახებ "მთავარი არხის" ჟურნალისტი ბექა ყორშია საუბრობს. ის ქარელში, "ქართული ოცნების" ოფისში მომხდარ თავდასხმას იხსენებს.
მისი თქმით, მას შემდეგ, რაც ის და მისი ოპერატორი, ლევან აბლოთია მმართველი პარტიის ოფისში ავიდნენ, მათ ადგილზე 6-7 ადამიანი დახვდათ, რომლებიც ქარელის მუნიციპალიტეტის მოქმედ მერთან და მერობის კანდიდატთან, ზაზა გულიაშვილის კრიმინალურ წარსულთან დაკავშირებით დასმულმა შეკითხვამ გააღიზიანა.
სწორედ ამის შემდეგ, ყორშიას თქმით, მათ ჩვენი გადამღები ჯგუფი აივნის მოაჯირთან მიიმწყვდიეს, რის შემდეგაც, ლევან აბლოთია მეორე სართულიდან გადმოაგდეს.
ცნობისთვის, ლევან აბლოთია ამ წუთებში თბილისში, საავადმყოფოში გადმოყავთ.
იხილეთ ასევე: