ქართულმა ოცნებამ სასწრაფოს ბრიგადას არ აცნობა ქუჩის მისამართი, სადაც მთავარი არხის დაშავებული ოპერატორი იმყოფებოდა - ამის შესახებ "მთავარი არხის" ჟურნალისტი ბექა ყორშია საუბრობს.
"...არ დამავიწყდება არასოდეს, ვრეკავდი სასწრაფოში და ოპერატორი მეუბნებოდა, სად ხართო, რა მისამართზეო და პირველად ვარ ქარელში და ახლაც არ ვიცი ამ ქუჩის სახელი და აქ იდგნენ ეს აქტივისტები და ამათ ვეკითხებოდი მისამართს. ყველა მათგანი ჩუმად იყო და ზემოდან ქირქილებდნენ. ორი წუთის განმავლობაში ვეხვეწებოდი რომ მისამართი ეთქვათ, კაცი კვდება, ძაან ცუდადაა მეთქი და მერე ჩემით ავუხსენი" - ამბობს ყორშია.
იხილეთ ასევე: