საგარეო ვალი იზრდება და კოლოსალურ თანხებს აღწევს

გამოქვეყნდა:

საგარეო ვალი ლარის დევალვაციასთან ერთად იზრდება და ის უკვე კოლოსალურ თანხებს აღწევს. ოპოზიციონერი დეპუტატები აღნიშნავენ, რომ თუ ლარის გაუფასურება გაგრძელდა, საქართველოს ეკონომიკა საგარეო ვალს გადაჰყვება. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2019 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშში, ბიუჯეტის ხარჯებთან ერთად სახელმწიფოს საგარეო ვალიც შეიტანა.

"საგარეო ვალი გაიზარდა მნიშვნელოვნად, მაგრამ რომც არ გაზრდილიყო ლარის გაუფასურების შედეგად ვალმა მიაღწია უკიდურესად მაღალ ნიშნულს. მიმდინარე წელს მდგომაროება კიდევ უფრო უარესი იქნება, რადგან დოლარი გახდა 3.20. ეს იმას ნიშნავს, რომ უცხოურ ვალუტაში გასასტუმრებელი დოლარი მრავლდება ლარზე და ბიუჯეტიდან უფრო მეტი ფული გადის, ბიუჯეტი დაგეგმილი იყო 1 დოლარი - 2.09-ზე, - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, დეპუტატი რომან გოცირიძე. 

დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე ფიქრობს, რომ ლარის გაუფასურების პირობებში სოციალური პრობლემების მოსაგვარებლად ბიუჯეტიდან თანხები ვეღარ დაიხარჯება, რადგან თანხის დიდი ნაწილი სწორედ საგარეო ვალის დაფარვას მოხმარდება. 

"ჩვენი შემოსავლების უფრო მეტი ნაწილი წავა ვალების მომსახურებაზე, ვიდრე სოციალური საკითხების გადაწყვეტაზე, - ამბობს ჭიჭინაძე.  

აუდიტის ინფორმაციით, 2019 წელს 243 მლნ ლარის ოდენობის საგარეო ვალით დაფინანსებული 11 საინვესტიციო პროექტი 0%-ით ანუ საერთოდ არ შესრულდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი