უარი ვისოლს, ვენდისს და სმარტს! - ნიკა გვარამიას მიმართვა

გამოქვეყნდა:

უარი ვისოლს! - "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი საზოგადოებას მიმართავს უარი თქვას იმ ვისოლ ჯგუფში შემავალი ობიექტებით სარგებლობაზე. საქმე ეხება დედაქალაქში, სისხლიანი პლაკატების გამოკვრას.

ნუ შეხვალთ Wissol - ვისოლის ბენზინგასამართებზე!

ნუ შეხვალთ ვენდისში და ნუ აჭმევთ თქვენს შვილებს სიძულვილით სავსე ბურგერებს!

ნუ შეხვალთ სმარტის სუპერმარკეტებში და ნუ იყიდით სიძულვილით სავსე პროდუქტებს!

ნუ ჩაასხამთ თქვენს მანქანაში სიძულვილით სავსე საწვავს!

ბიზნესმენებო, ნუ განათავსებს თქვენს რეკლამას სიძულვილის ბანერებზე, თორემ ისიც სიძულვილით სავსე გახდება!

ნუ გადაუხდით ფულს იმათ, ვინც ყოველ კაპიკს თქვენი სამშობლოს წინააღმდეგ ხარჯავს!

ნუ გადაუხდით ფულს იმათ, ვინც აცრის მოწოდების ბანერებს ხსნის, სანაცვლოდ სისხლიან ბანერებს აკრავს და ამით ჩვენი თანამოქალაქეების მასობრივი მკვლელობის თანამონაწილე ხდება!

უარი ვისოლს! - ამბობს ნიკა გვარამია. 

დედაქალაქში, სისხლიანი პლაკატები კომპანია "ალმას" კონსტრუქციებზეა გაკრული, ალმას უკან კი სწორედ ვისოლი დგას.

გარდა ამისა, ირკვევა, რომ ბანერები ვაქცინაციის მოწოდების ბანერებზე გადააკრეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი