ვაქცინაციის ბანერები, რომლებსაც სისხლიანი პლაკატები გადააკრეს, 31 დეკემბრამდე უნდა ყოფილიყო გამოკრული

გამოქვეყნდა:

ვინ დგას ქალაქში გაკრული სისხლიანი ბანერების უკან - ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ კომპანია "ალმა", რომლის კონსტრუქციებზეც სისხლიანი ბანერებია განთავსებული, ხელისუფლებასთან დაახლოებულ ბიზნესმენს ეკუთნის.

მათი თქმით, ეს კომპანია მონოპოლისტადაა ქცეული და "ქართული ოცნების" თანხმობის გარეშე არავის ბანერს არ აკრავს. ამას ადასტურებს მოძრაობა "სირცხვილიას" წარმომადგენლების განცხადებებიც, რომლებიც ამბობენ, რომ კომპანიას ანტისაოკუპაციო ბანერების განთავსებაზე არაერთხელ მიმართეს, თუმცა პასუხად დაუსაბუთებელი უარი მიიღეს. 

ამასთან ერთად, ირკვევა, რომ ვაქცინაციის ბანერებზე სისხლიანი ბანერების გადაკვრით ხელშეკრულებაც დაირღვა, რომლის მიხედვითაც, ვაქცინაციის კამპანიის ფარგლებში ბანერები 31 დეკემბრამდე უნდა ყოფილიყო განთავსებული.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ "ქართულ ოცნებაში" ახლა მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული არა ადამიანის ჯანმრთელობა, არამედ სისხლიანი კამპანია აღმოჩნდა.

"მაქვს ხელშეკრულება, რომელიც ადასტურებს, რომ ვაქცინაციის ბილბორდი უნდა ყოფილიყო 31 დეკემბრის ჩათვლით, მაგრამ ხელისუფლებისთვის ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე უფრო მნიშვნელოვანი გამოდგა, სისხლიანი ბანერები გამოეფინა საქართველოს მასშტაბით. ეს არის სახელისუფლებო პარტიის დაკვეთა, როცა კონკრეტულ ორგანიზაციას არ აკიდებინებენ ბანერს, ხოლო თუ "ოცნების" და ივანვიშვილის თავში რამე მოიხარშა, შეუძლიათ ვაქცინაციის ბანერები მოხსნან და სისხლიანი ბანერი გააკრან. ეს აჩვენებს მათ პოლიტიკურ გახრწნილობას", - თქვა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლევან ხაბეიშვილმა.

ცნობისთვის, არჩევნებამდე 2 კვირით ადრე, თბილისში სიძულვილის ბანერები ისევ გამოჩნდა. ამჯერად ბილბორდებზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, ოპოზიციური პარტიების ლიდერებისა და ხელისუფლებისათვის არასასურველი კრიტიკული მედიის მენეჯერების გარდა, ექსპრემიერი გიორგი გახარიაცაა გამოსახული.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი