ფოთის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა შეჩერებულია

გამოქვეყნდა:

ფოთის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა, რომელიც ორი კვირის წინ დანონსდა, შეჩერებულია. 

გარემოს დაცვის სამინისტრომ ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის პროექტზე სკოპინგის დასკვნის გასაცემად დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება შეაჩერა.

უწყების ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ გადაწყვეტილების საფუძველი 2009 წელს გაცემული ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნაა; პორტი ვერ უზრუნველყოფს ტვირთბრუნვის ეფექტურობის გაზრდას და საკონტეინერო ტვირთების მზარდი ნაკადების შეუფერხებელ მომსახურებას, რის გამოც APM Terminals Poti-ის ხელმძღვანელობამ, თავის დროს, ნავსადგურის გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო.

ოპოზიცია ფოთის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტს წინასაარჩევნო სპეკულაციად აფასებს.

შეიძლება ეს პროცესი არჩევნებამდე შეფასდეს, როგორც ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა და ხალხს უთხრან, რომ თუ ანაკლია არ აშენდება, ფოთში გვექნება ღრმაწყლოვანი პორტი, მაგრამ საბოლოო ჯამში, შეიძლება არცეს პროექტი განხორციელდეს და ანაკლიიდანაც ინვესტორები გაქცეული იყვნენ, - საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" წევრი გიგლა მიქაუტაძე

დღევანდელი გადაწყვეტილების შემდეგ ფოთის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა, შესაძლოა, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი