მედია - "ჩანერგილები" | ნიკა გვარამიას ინტერვიუ სუსის მოქმედ თანამშრომელთან

გამოქვეყნდა:

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უსმენს მედიასაც. როგორც "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "მთავარი აქცენტები" ნიკა გვარამიასთან ინტერვიუში სუსის მოქმედმა თანამშრომელმა თქვა, მედიას, როგორც უწყებაში ამბობენ, ყველაზე დიდ ყურადღებას უთმობენ და ძირითადი რესურსი სწორედ მედიაჯგუფებზეა მიმართული. 

ნიკა გვარამიას შეკითხვას, როგორ მუშაობდა სუსი მასთან მიმართებით, უწყების მოქმედი თანამშრომელი ასე პასუხობს:

ყველაზე დიდ რესურსს ხარჯავდნენ რომ ყოფილიყვნენ ტიპები, ჩანერგილები.  რუსთავი ორშიც და მთავარშიც. მერე თქვეს, რომ ეს დაცვის სამსახური რომ გაუშვაო, ძაან მოაკლდათ ინფორმაცია. ასე ითქვა. შენობის დაცვის სამსახურში იყვენნ ჩანერგილები, - ამბობს პირი, რომლის ვინაობასაც ჩვენ შეგნებულად არ ვასახელებთ.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი