გაზრდილი საგარეო ვალი და გაფლანგული მილიონები - სახელმწიფო აუდიტის დასკვნა

გამოქვეყნდა:

საქართველოს მთავრობა ასობით მილიონ ლარს სესხულობს და შედეგი მხოლოდ საგარეო ვალის პროცენტების მატებაა. 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გამოქვეყნებული დასკვნის თანახმად, ბიუჯეტიდან ასობით მილიონი ლარი ისე იფლანგება, რომ პროექტების განხორციელებაც კი არ იწყება. გასულ წელს 243 მლნ ლარი იყო გამოყოფილი საერთაშორისო კრედიტორებისგან 11 მსხვილი პროექტისთვის, რომლებიც დღემდე გაყინულია. დაწყებული 52 პროექტიდან მხოლოდ 19 პროექტი დასრულდა.   

ლარის კურსის გაუარესებისა და ახალი სესხების გამო სახელმწიფო ვალი 16%-ით. 21 მლდ ლარამდე გაიზარდა. 

დარგის ექსპერტები ხელისუფლებას არაეფექტურობასა და მოსახლეობისთვის მავნებლური ნაბიჯების გადადგმაში ადანაშაულებენ. 

თუ თან ვალს ვიღებთ და მერე ამ პროექტებს არ ვახორციელებთ, ეს არის ყველაზე უარესი, რადგან ვალი თუ უკვე აღებულია, ინფრასტრუქტული პროექტბი მაინც განხორციელდეს. ამისთვის კი საჭიროა ეფექტური მართვა და ეფექტური მთავრობა, რომელიც ჩვენ, სამწუხაროდ, არ გვყავს, - ამბობს თავისუფალი უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი გიგა ბედიენეიშვილი.  

ყველაზე  რთული სიტუაცია ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულების მხრივაა: ჩქაროსნული მაგისტრალის არგვეთას მონაკვეთისთვის 48 მლნ ლარია ნასესხები - პროექტი არ დაწყებულა; არაფერი გაკეთებულა ქუთაისის ნაგავსაყრელის მოსაწყობად; 15 მილიონი ლარი ბიუჯეტიდან თავდაცვის  გაძლიერებისთვის გამოყვეს - რას გულისხმობდა, არ განსაზღვრეს და არც ფული აუთვისებიათ; ხელისუფლებამ ვერ დაიწყო ვერც მაღალი ძაბვის ელექგტროგამდამცემი ხაზების მშენებლობა, რისთვისაც სესხები  უკვე აღებულია; ქუთაისის შემოვლითი გზის ტენდერში გამარჯვებული კომპანია კი ბედ გადახდილ მილიონებთან ერთად დაიკარგა. 

ინფრასტრუქტურის სამინისტროში ამბობენ, რომ უბრალოდ პრიორიტეტები გაანაწილეს და ერთი მიზნობრივი სესხიდან თანხა სხვაგან გადაიტანეს. ამის გამო კი საქართველოს მთავრობას დონორებისთვის 5 მლნ ლარამდე ჯარიმის გადახდა მოუწია. 

მთავრობის არაპროფესიონალიზმის მიღმა ოპოზიცია კორუფციულ ინტერესებს ხედავს და იმის გარკვევას ითხოვს,  რისთვის სესხულობს ივანიშვილის მთავრობა მილიარდებს და რატომ არ იყენებს აღებულ საგარეო ვალს. ხელისუფლების ოპონენტები მოითხოვენ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, არაკომპეტენტურობის თუ კორუფციის მიუხედავად, გამოძიება ყველა საქმეზე დაიწყოს. 

საგარეო ვალი, რომელსაც ჩვენ და ჩვენი შვილები გადაიხდიან, ნაწილდება არა ქვეყნის ინტერესებზე, არამედ მიემართება პირდაპირ ოლიგარქის ბანკებში, ბიზნესებში, მის თანამოაზრეებთან და შემდეგ გადადის ოფშორებში - ამბობს ლეიბორისტთა ლიდერი შალვა ნათელაშვილი.

ნეიტრალური დამკვირვებლები ამბობენ, ამ ფონდის ხარჯვის მექანიზმი იმდენად გაუმჭვირვალეა, რომ მთავრობას თითქმის ყველაფრის უფლებას აძლევს და ეს თანხები სათანადო მიზნობრიობით არ იხარჯება. 

აუდიტის სამსახურის დასკვნაში ნათქვამია, რომ გასულ წელს გაცემული რეკომენდაციების დიდი ნაწილი მთავრობამ არ გაითვალისწინა, რაც ნიშნავს, რომ ხელისუფლება დღესაც იმავე მიდგომით აგრძელებს ახალი სესხების აღებას. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი