
ბათუმის შემოერთებულ ტერიტორიაზე მდინარე მეჯინისწყალი ადიდდა - მეჯინისწყლისა და მახვილაურის დასახლებაში მოსახლეობას საცხოვრებელი სახლები და მეურნეობა დაეტბორა.
ადგილობრივები წლებია ჯებირებს ითხოვენ და ამბობენ, რომ მდინარის კალაპოტი არ იწმინდება.
"კალაპოტი აღარ ჰყოფნის და გადმოვიდა ზევიდან, მანქანაც დამიტბორა, 100 ფრთა ქათამი დამიწყდა, ზარალი თქვენც ნახეთ. გამგებელს დავურეკე, 6 საათზე ვუთხარი მოდითქო, გეხვეწები ამ მდგომარეობაში ვარმეთქი, კიო და რომელი საათი გაზდა, არაფერი, ვურეკავ არ მპასუხობს, რა გავაკეთო არ ვიცი", - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
მოსახლეობა ამბობს, რომ ჯერ ხელისუფლებიდან მათ დასახმარებლად არავინ მისულა.
"ყოველ წვიმაზე გვეშინია არ დავიხჩოთ, არ დავიტბოროთ", - თქვა ადგილობრივმა.
სამაშველო სამსახურში ამბობენ, რომ შეტყობინებების სიმრავლის გამო ყველა უბანზე მისვლა ვერ ხერხდება. ქალაქში დატბორილი ქუჩების გამო შეფერხებულია ტრანსპორტის გადაადგილებაც. ამავე თემაზე:
ავტორი: თეა ვაშალომიძე.