ალმასგან გონივრული იქნებოდა, დაინტერესებულიყო, რამდენად სწორი ბანერით ხდება ჩანაცვლება - ტიკარაძე

გამოქვეყნდა:

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ვაქცინაციის წამახალისებელ ბანერზე, სისხლიანი ბანერების გადაკვრას გამოეხმაურა და კომპანია ალმა გააკრიტიკა. ტიკარაძის თქმით, კომპანიისგან უფრო გონივრული იქნებოდა, დაინტერესებულიყო იმით, თუ რა შინაარსის ბანერით იცვლებოდა სარეკლამო ბილბორდი.

ჟურნალისტებთან საუბრისას ტიკარაძემ ასევე აღნიშნა, რომ მმართველ გუნდს სიძულვილის ბანერებთან კავშირი არ ჰქონია.

"თქვენ მათგანაც გაქვთ მოსმენილი კომენტარები, ასევე სატელევიზიო კომენტარი იყო თვითონ ალმასგან, რომ ეს არ არის ქართული ოცნების დაკვეთა, მე მეტი დეტალი ამასთან დაკავშირებით არ მაქვს, თუმცა ალმასგან გაცილებით უფრო გონივრული იქნებოდა, დაინტერესებულიყო იმით, თუ რამდენად სწორი ბანერებით ხდება ჩანაცვლება მათი კომპანიის მხრიდან.

ეს არის უბრალოდ რეპუტაციული მსგავსი მაღალი დონის კომპანიისთვის, როცა ის ქვეყნის პრიორიტეტს მსგავსი სიძულვილის ენის ბანერებით ცვლი",-თქვა ეკატერინე ტიკარაძემ.

ცნობისთვის, სისხლიანი ბანერები თბილისში 17 სექტემბერს, გვიან ღამით გამოჩნდა. ამჯერად ბანერზე ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და მედიამენეჯერებთან ერთად, ყოფილი პრემიერი გახარიაც მოხვდა. ვაქცინაციის ბანერის ჩანაცვლებას დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ფაქტს გმობენ.

ამავე თემაზე:

"ვიმედოვნებთ, "ალმა" აღადგენს ვაქცინაციის მხარდამჭერ ბანერებს" - NCDC-ის პასუხის პასუხი სისხლიან ბანერებზე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი