არჩევნებამდე 2 კვირით ადრე, თბილისში სიძულვილის ბანერები ისევ გამოჩნდა

გამოქვეყნდა:

არჩევნებამდე 2 კვირით ადრე, თბილისში სიძულვილის ბანერები ისევ გამოჩნდა. 

ამჯერად ბილბორდებზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, ოპოზიციური პარტიების ლიდერებისა და ხელისუფლებისათვის არასასურველი კრიტიკული მედიის მენეჯერების გარდა, ექსპრემიერი გიორგი გახარიაცაა გამოსახული. 

ეს ბანერები თბილისში, კოსტავას ქუჩაზეა გამოკრული. პარალელურად, ბანერებს აკრავენ მთელი თბილისის ცენტრალურ ქუჩებზე, მათ შორის ვაჟა-ფშაველას გამზირზე, მეტრო დელისის მიმდებარედ.

მანამდე კი, ამავე შინაარსის, სიძულვილის შემცველი ბანერები თბილისში მიმდინარე წლის ივლისში გამოჩნდა. პლაკატებზე მაშინ "არა ნაცებს, არა ბოროტებას" ეწერა და დედაქალაქის ქუჩებში რამდენიმე დღის განმავლობაში ჩანდა. 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი