ვერ ვენდობი ამ ინფორმაციას ჯერჯერობით, რაც დევს - ვარლამ გოლეთიანის პირველი კომენტარი "ენკას" გაწყვეტილ კონტრაქტზე.
რიონის ხეობის მთავარი მცველი "მთავარ არხთან" კომენტარში ამბობს, რომ დაზუსტებულ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროსა და თავად "ენკას" მხრიდან ელოდება.
"ჯერ არ ვიცი რამდენად დაზუსტებული ინფორმაციაა რაც ვრცელდება და ცოტა შინაგანად ისე ვარ განწყობილი, წინასაარჩევნო ტრიუკივით არ იყოს.
ველოდები მაინც საბოლოო დადასტურებას ეკონომიკის სამინისტროსგან და თვითონ "ენკმაც" თავის გვერდზე რომ დაწეროს" ამბობს გოლეთიანი.
შეგახსენებთ, ENKA Renewables-ი საქართველოს სახელმწიფოსთან ხელშეკრულებას წყვეტს, რაც იმას ნიშნავს, რომ ნამოხვანში ჰიდროელექტროსადგური აღარ აშენდება