აპრილში საერთაშორისო ვიზიტორთა რაოდენობა 94,5 %-ით შემცირდა

გამოქვეყნდა:

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო ვიზიტორების სტატისტიკას აქვეყნებს.

2020 წლის იანვარში საქართველოს 633,201 ვიზიტორი ესტუმრა, რაც 104,523-ით  ანუ 19,8 % ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე.

2020 წლის თებერვალში საერთაშორისო ვიზიტორთა რაოდენობამ 569,545  შეადგინა, რაც 3,136-ით ანუ 0,7 % ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

2020 წლის მარტში ქვეყანას 233,479 ვიზიტორი ეწვია, რაც 385,846 ვიზიტორით, ანუ 62,3 %-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით

2020 წლის აპრილში საერთაშორისო ვიზიტორთა მთლიანმა რაოდენობამ  35,497 შეადგინა, რაც 94,5 % ით ნაკლებია წინა წლის რაოდენობასთან შედარებით. 

მონაცემთა მიხედვით 2020 წლის იანვარ-აპრილში, ჯამში, საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობამ 1 368 586 შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 39,6 %-ით ნაკლებია. 

დღეს მთავრობის სხდომაზე გიორგი გახარიამ განაცხადა რომ საერთაშორისო ვიზიტორებისთვის ქვეყანა 1 ივლისიდან გაიხსნება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი