"დედას მოგიტ...ავ" - ეროვნული ლიგა 2-ის მატჩში ფეხბურთელებმა იჩხუბეს [VIDEO]

გამოქვეყნდა:

ეროვნული ლიგა 2-ის ცენტრალურ შეხვედრაზე "გაგრასა" და ბოლნისის "სიონის" ფეხბურთელებმა იჩხუბეს. 

"გაგრას"ფეხბურთელმა გურამ სამუშიამ და ბოლნისელთა მცველმა ლაშა უგრეხელიძემ ბურთზე ბრძოლისას ერთმანეთს ხელი ჰკრეს. ამის შემდეგ სამუშიამ მეტოქეს თავში წამოარტყა, რასაც საპასუხო დარტყმაც მოჰყვა.

მსაჯმა ორივე ფეხბურთელს წითელი ბარათი უჩვენა.

შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. ეროვნული ლიგა 2-ის სათავეში "სიონია" 59 ქულით, "გაგრას" კი 58 ქულა აქვს.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი