
ჩვენს ქვეყანაში ყველაზე მთავარი არის ტყუილი ან სიმართლის დამალვა - თქვა მამუკა ხაზარაძემ გადაცემა "დღის სტუმარში".
მისი თქმით, ცნობილი გერმანული სარეიტინგო კომპანიის რეიტინგით, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა და ეხება სხვადასხვა ქვეყანაში კოვიდ 19-ის შემდგომი პერიოდის წარმართვის ხარისხს, საქართველო 63 ქვეყანას შორის ბოლო, 63-ე ადგილზეა.
გერმანულმა სარეიტინგო კომპანია გამოაქვეყნა ანგარიში ქვეყნების კოვიდ 19-ის მიმართ მოწყვლადობისა და მედეგობის მიმართ. 63 ქვეყანას შორის საქართველო ბოლო ადგილზეა და მიენიჭა BP მინუს რეიტინგი. საქართველოს ეკონომიკის სისუსტეებად მოყვანილია საგადასახადო ბალანსი, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, უცხოურ ინვესტიციაზე დამოკიდებულება, დაბალი დანაზოგები და სუსტი ექსპორტი.
პრობლემაა დოლარში დენომინირებული მაღალი საგარეო ვალი, რაც მგრძნობიარეს ხდის ქვეყანას ვალუტის კურსის მიმართ.
ხაზარაძის თქმით, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ასეთი ტიპის კრიზისს 63 ქვეყანას შორის ყველაზე მოუმზადებელი შევხვდით. ასევე ეს ნიშნავს, რომ მთავრობას არათუ კოვიდამდე, არამედ კოვიდის შემდეგაც არ ჰქონდა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების გეგმა. პოლიტიკური ორგანიზაცია ლელოს ლიდერის თქმით, აუცილებელია ამის აღიარება.