"ქართული ოცნების" წინასაარჩევნო დაპირებები, რომლებიც შემდეგ არ სრულდება, არავის გვიკვირს - 2012-დანვე მაგ მეთოდით დაიწყეს. მაგრამ ამ წლების განმავლობაში ეს დაპირებები, შეიძლება, რეალობად არ იქცა, მაგრამ მეტნაკლებად რეალისტურად მაინც ჟღერდა.
თუმცა ამ ბოლო არჩევნების წინ, ხელისუფლების ოცნებები ნამდვილ ისტერიაში გადაიზარდა, იმისთანებს ლაპარაკობენ - რა ეგვიპტესტან მოვაჭრე ონი? რა ტურიზმის ცენტრი ტყიბულში? ან რა ხელოვნური კუნძული ბათუმში? მიწაზე ხომ უკვე იმდენი ააშენეს ამ ცხრა წლის განმავლობაში, რომ ადგილი აღარ დატოვეს და ამიტომ ახლა ზღვაში გარბიან.
ბუნებისგან შექმნილი ხმელეთი და სანაპირო ვერ დაუცვიათ წყლისგან, წაიღო აჭარა წყალდიდობამ და ამათ აშენებულ კუნძულზე რა მოხდება, ხომ წარმოგიდგენიათ?
თუმცა ეს საფრთხე არ გვემუქრება, ვინაიდან ხომ ყველამ ვიცით, რომ არანაირი კუნძული არ იარსებებს - ჩვეულებრივ, მიწაზე ასაშენებელ პროექტებს რომ აანონსებენ, ისინიც კი ვერ მიჰყავთ ბოლომდე, ან ვერც იწყებენ.
ხშირად კი, ფაქტია, სინამდვილეში, არც აპირებენ დაწყებას. უბრალოდ, წინასაარჩევნოდ მორიგ ჯერზე გატყუებენ.
იხილეთ ასევე: