"ნუ შეხვალთ ვისოლის ბენზინგასამართებზე! ნუ შეხვალთ ვენდისში და ნუ აჭმევთ თქვენს შვილებს სიძულვილით სავსე ბურგერებს! ნუ შეხვალთ სმარტის სუპერმარკეტებში და ნუ იყიდით სიძულვილით სავსე პროდუქტებს!
ბიზნესმენებო, ნუ განათავსებთ თქვენს რეკლამას სიძულვილის ბანერებზე, თორემ ისიც სიძულვილით სავსე გახდება! ნუ გადაუხდით ფულს მათ, ვინც ყოველ კაპიკს თქვენი სამშობლოს წინააღმდეგ ხარჯავს! ნუ გადაუხდით ფულს მათ, ვინც აცრის მოწოდების ბანერებს ხსნის, სანაცვლოდ სისხლიან ბანერებს აკრავს და ამით ჩვენი თანამოქალაქეების მასობრივი მკვლელობის თანამონაწილე ხდება! უარი ვისოლს!"
ბევრ თქვენგანს ექნება, ალბათ, წაკითხული ეს Facebook-მიმართვა, რომელიც "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა მას შემდეგ დაპოსტა, რაც ქუჩაში მოულოდნელად თავისი სახე სხვა მედია-მენეჯერებისა და პოლიტიკოსების სახეებთან ერთად ისევ სისხლიან ბილბორდებზე აღმოაჩინა.
გარდა იმ საზოგადო ბოროტებისა, რაც ასეთ ბილბორდებს ყველასთვის მოაქვს, ნიკა გვარამიას არაერთხელ უთქვამს ისიც, რომ პირადად მისთვის განსაკუთრებით მძიმეა იმის გაცნობიერება, რომ ამ ბანერებს ყოველდღე მისი მცირეწლოვანი შვილები ხედავენ, რომლებიც წლების განმავლობაში ისედაც უმძიმეს სტრესთან უწევთ გამკლავება, რომლის ახსნასაც ისინი ვერ პოულობენ, ასეა ყველა სხვა დანარჩენისთვისაც, ვინც ხელისუფლებამ სისხლიან ბილბორდებზე გამოფინა.
და ყველაფერს ამას დაემატა ის, რომ ამ ბანერებით "ოცნებამ" ჩაანაცვლა ვაქცინაციისკენ მომწოდებელი ბილბორდები და კიდევ ერთხელ სასიკვდილოდ გაწირა მოქალაქეები. და ამაში ხელისუფლების თანამონაწილე სწორედ "ვისოლი" აღმოჩნდა, რომლის შვილობილ კომპანიასაც ეკუთვნის გარე რეკლამები.
და დაავადებათა კონტროლის ცენტრი, რომელიც ან დათანხმდა ბილბორდების ჩანაცვლებას ან, თუ არ დათანხმდა, მაშინ რატომ არ ასაჩივრებს დანაშაულებრივად დარღვეულ კონტრაქტს?
ბილბორდების ისტორია მხოლოდ კიდევ ერთი ნიშანია "ქართული ოცნების" და მისი თანამოაზრეების იმ უპასუხისმგებლო დამოკიდებულების, რომელსაც ისინი თავიდანვე იჩენდნენ ვაქცინაციის და, საერთოდ, ეპიდ-ვითარების მართვის პროცესისადმი.
შედეგიც სახეზეა - ვაქცინაცია საქართველოში, ფაქტობრივად, აღარ მიმდინარეობს. ვაქცინა არის, მაგრამ ასაცრელად აღარავინ მიდის. აცრის პუნქტები დაცარიელებულია. წინ კი კოვიდის მომდევნო ტალღა გველოდება.
იხილეთ ასევე: