დევნილები დევნილებისთვის ბრძოლაში | დაპირისპირება გმირთა მოედანთან

გამოქვეყნდა:

კიდევ ერთხელ დევნილები. სოხუმის დაცემის დღეს, გმირთა მოედანზე მისული, აფხაზეთიდან გამოდევნილი მოქალაქეები დღეს გმირთა მოედნიდანაც გააძევეს. პოლიციამ მემორიალთან, ეგრეთ წოდებული წესრიგის დამყარება მთავრობის მეთაურისა და წევრების მოსვლამდე ცოტა ხნით ადრე დაიწყო და ფაქტობრივად ძალით განდევნა ადამიანები, ვინც ადგილზე სანთლის დასანთებად მივიდა.

ირაკლი ღარიბაშვილს და მის მინისტრებს არ სურდათ დღეს პირისპირ შეხვედრა იმ ადამიანებთან ვისთვისაც 27 სექტემბერი, სოხუმის დაცემის დღე, ტრაგედიის ათვლის წერტილად იქცა. მათთვის ქვეყნის ხელისუფლებას სათქმელი არაფერი აქვს. დახმარებაც კი რომელსაც მთავრობა იმეტებს ტრაგიკულად სასაცილოა - 22 ლარი ომის ვეტერანებისთვის.

იხილეთ ასევე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი