ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
ელჩთან ერთად მემორიალთან იმყოფებოდნენ თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი სტეფანი ბეგლი და საქართველოში უოლტერ რიდის არმიის კვლევითი ინსტიტუტის წევრები.
"28 წლის წინ რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ძალების წინააღმდეგ სოხუმი დაეცა. ამ მძიმე ტრაგედიას ათასობით სიცოცხლე შეეწირა და ასობით ათას ადამიანს სახლის იძულებით დატოვება მოუწია.
ჩვენ ამ დღეს ვიხსენებთ მწუხარებით და იმედით, რომელიც ამდენი იძულებით გადაადგილებული ადამიანის გულში რჩება", - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
დღეს, 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემიდან 28 წელი გავიდა.