რას იფიქრებდნენ, რომ ჩემპიონატი ჩაიშლებოდა - სოსო ჯაჭვლიანი მკლავჭიდის ნაკრების დისკვალიფიკაციაზე

გამოქვეყნდა:

"მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტი 3-ჯერ იყო ჩამოსული და რას იფიქრებდა, რომ მსოფლიო ჩემპიონატი ჩაიშლებოდა" - ასე ეხმაურება საქართველოს მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდეტი სოსო ჯაჭვლიანი მსოფლიო მკლავჭიდის ფედერაციის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, საქართველოს მთავრობის მხრიდან ხელშეკრულების დარღვევის გამო, საქართველოს მკლავჭიდელთა ეროვნული ნაკრები დისკვალიფიცირებულია.

​ქართველი მკლავჭიდელები ამბობენ, რომ ამ სპორტზე ბევრი ადამიანია დამოკიდებული და გადაწყვეტილების შემდეგ, სპორტის ამ სახეობას, საქართველოში დაღუპვა ელის. 

"ამხელა, უზარმაზარი ღონისძიება, რომელიც უნდა ჩატარებულიყო, მთავრობამ თვითონ მოითხოვა ამ შეჯიბრის ჩატარება და მერე იშლება. 80-მდე ქვეყანა უნდა ჩამოსულიყო, თქვენ წარმოგიდგენიათ, თომას ბახიც უნდა ჩამოსულიყო, როცა ერთი თვეა დარჩენილი შეჯიბრამდე და მსოფლიო ფედერაცია, რომელიც მთავრობის მოწვევით იყო ჩამოსული 3-ჯერ და ბოლოს 2 თვის წინ იყო ჩამოსული, გენერალური მდივანი და მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტი, რას იფიქრებდნენ, რომ ჩაიშლებოდა მსოფლიო ჩემპიონატი", - თქვა სოსო ჯაჭვლინმა.

მსოფლიო მკლავჭიდის ფედერაციის (WAF) გადაწყვეტილებით, საქართველოს მკლავჭიდელთა ეროვნული ნაკრები დისკვალიფიცირებული იქნება ნებისმიერი WAF-ის მნიშვნელოვანი ჩემპიონატიდან (მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატი) ან სხვა საერთაშორისო კონტესტიდან, რომელიც WAF-ის მიერ იქნება ორგანიზებული.

მსოფლიო მკლავჭიდის ფედერაციამ, გადაწყვეტილება კონტრაქტის სერიოზული დარღვევის გამო მიიღო. განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველომ ვერ მოახერა მკლავჭიდთა და პარა მკლავჭიდთა 2021 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ორგანიზება, შეცდომაში შეიყვანეს WAF-ის ხელმძღვანელობა და მისი წევრები, რამაც ორგანიზაციისა და მისი გუნდის წევრების ფინანსური და რეპუტაციული ზიანი გამოიწვია.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი