პოსტკრიზისული გეგმა კი არა, კრიზისული გეგმა გვჭირდება - ზვიად ხორგუაშვილი

გამოქვეყნდა:

ეკონომისტებისა და ფინანსისტებისთვის კომუნალურ გადასახადებზე სუბსიდირების შეწყვეტა გაუგებარია. სფეროს ექსპერტები მთავრობას სესხების გადავადების შეწყვეტის გამოც აკრიტიკებენ.

სპეციალისტებისთვის გაუგებარია, რა შეიცვალა იმ სამი თვის თავზე, როცა მთავრობამ მოქალაქეებს ამ ტიპის დახმარება შესთავაზა.

გაზრდილი უმუშევრობის და ბიზნესისთვის მიყენებული ზარალის გამო, ეკონომისტები ხელისუფლებას პოსტკრიზისული გეგმის მაგივრად, კრიზისული გეგმის შემუშავებას ურჩევენ.

ამ ეტაპამდე დახმარება ჯერ არავის არ მიუღია. ვხედავთ იმას, რომ მათ შორის მთავრობის გათვლებით ეკონომიკა მკვეთრად შემცირდება, ათი ათასობით ემატება ყოველ თვე უმუშევარი, ეს ნიშნავს, რომ უფრო მეტ გაჭირვებაში შედის ქვეყანა. მანამ, სანამ მკვეთრი ნაბიჯები არ გადაიდგმება ეკონომიკის სტიმულირების კუთხით, ეს სამწუხაროდ, ასე გაგრძელდება. გაუგებარია, რატომ ველოდებით პოსტკრიზისულ გეგმას, ეს კრიზისი დიდი ხანი გაგრძელდება ვხვდებით და პოსტკრიზისული ნიშნავს, რომ ეს კრიზისი ჩაივლის, პოსტკრიზისული გეგმა კი არ გვჭირდება, სწორედ კრიზისული გეგმა გვჭირდება, - განაცხადა ფინანსისტმა ზვიად ხორგუაშვილმა.

მათი შეფასებით, ის, რასაც სახელმწიფო დღეს ხალხს სთავაზობს, მათი გაჭირვების შემსუბუქებისთვის გადადგმული ნაბიჯები არ არის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი