დამიჭირეს, მანქანაში ჩამტენეს, ძალადობის ნიშნები იყო - ბათუმში, პოლიციამ არასრულწლოვნებიც დააკავა

გამოქვეყნდა:

ბათუმში, სპორტსმენების გათავისუფლების მოთხოვნით გამართულ აქციაზე, პოლიციამ დაკავებების დროს ძალას გადაამეტა. სამართალდამცავების მიერ დაკავებულ 30 მოქალაქეს შორის არასრულწლოვანებიც იყვნენ.

ერთ-ერთი მათგანი „მთავართან“ დაკავების მომენტს იხსენებს და ამბობს, რომ სამართალდამცავებმა ძალადობას გადაამეტეს. მშობლის თქმით, დაკავების შემდეგ მას არ დაკავშირებიან.

დამიჭირეს, ამიყვანეს ხელში, მანქანაში ჩამტენეს, ძალადობის ნიშნები გამოიყენეს მანქანაშიც, გადმომიყვანეს, მითხრეს მოიხადე ბოდიშიო, არ ვიხდიდი ბოდიშს, ამის გამო მითხრეს, რომ გექნება სასამართლო. პოლიციამ შემომახია ტანსაცმელი, ხელში აწევის დროს გამძვრა ფეხსაცმელი და „საროჩკაც“ პოლიციელმა შემომახია, - ამბობს ერთ-ერთი არასრულწლოვანი.

ბათუმში, საქალაქო სასამართლოსთან გუშინ დაკავებული მოქალაქეების ოჯახის წევრები და ახლობლები ამ დროისთვის იკრიბებიან. სასამართლოში სხდომა ჯერ კიდევ არ არის დანიშნული. აქციის მონაწილეები დაკავებული პირების გათავისუფლებას ითხოვენ.

დაკავებული სპორტსმენების გათავისუფლების მოთხოვნით გამართულ აქციაზე სამართალდამცავებმა გუშინ 30 მოქალაქე დააკავეს, მათგან 9 პირი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან შეკრებილები სპორტსმენების გარდა, გუშინ დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებასაც ითხოვენ.

ავტორი: თეა ვაშალომიძე.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი