არჩევნების დღეს საქართველოს ხელისუფლებამ ენგურის ცენტრალური ხიდი საგანგებოდ ჩაკეტა. ოკუპირებულ აფხაზეთში, გალის სოფლებში მცხოვრები მოსახლეობა ზუგდიდში ხმის მისაცემად აპირებდა გადმოსვლას.
მათ ე.წ. საზღვარზე განუმარტეს, რომ ხიდი საქართველოს ხელისუფლებამ ჩაკეტა, რის გამოც 250-ზე მეტი ადამიანი რუსმა ოკუპანტებმა უკან გააბრუნეს.
აფხაზურ მხარეს ამ დროისთვის 300-ზე მეტი ადამიანია შეკრებილი, ისინი საქართველოს ხელისუფლებას სთხოვენ მათი კონსტიტუციური უფლებით სარგებლობის საშუალება მისცეს. ყველა განმარტავს, რომ უპრეცედენტო აქტივობაზე გავლენა მიხეილ სააკაშვილის დაკავებას ჰქონდა.
ხალხი ოპოზიციისგან რეაგირებას ითხოვს.
ავტორი: ემა გოგოხია.