მარნეულში, "ოცნების" კანდიდატმა "ნაციონალური მოძრაობის" კომისიის წევრს სცემა | დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი

გამოქვეყნდა:

მარნეულში, N48 საარჩევნო უბანზე "ნაციონალური მოძრაობის" კომისიის წევრს სცემეს. ინციდენტი ცოტა ხნის წინ მოხდა.

არსებული ინფორმაციით, კომისიის წევრს ფიზიკურად "ქართული ოცნების" დეპუტატობის კანდიდატი გაუსწორდა. 

ადგილზე მოძრაობა "საქართველოსთვის" აქტივისტების მისვლის შემდეგ, საარჩევნო უბანთან მარნეულის ყოფილი მერი და ამჟამინდელი მაჟორიტარი დეპუტატი, ზაურ დარგალიც გამოჩნდა. ​

დარგალმა თქვა, რომ პროვოკაციას არ დაუშვებდა, თუმცა რატომ დადიოდა თავად საარჩევნო უბნებზე, ვერ ახსნა.

"თავისი მარნეულელების "შაიკა" მოამზადეს. ჩვენ მომსწრეები ვართ, რომ მარნეულში არჩევნების ჩაშლის მიზნით, კარგად მომზადებული პროვოკატორების ბანდა მუმლაძის თავმჯდომარეობით დადის უბნებზე და ცდილობს, რომ პროვოკაციები მოაწყოს. თემა იმაშია, რომ კარგად მომზადებული არიან, პროვოკაცია არის წარსული", - თქვა ზაურ დარგალმა. 

ამის შემდეგ სამოქალქო პლატფორმა 20/20-ის დამკვირვებლებმა ზაურ დარგალი უბნიდან შეძახილებით გააგდეს. 

"ჩვენი წარმომადგენელი იყო ნაცემი "ქართული ოცნების" დეპუტატობის კანდიდატის მიერ და როცა ჩვენ მოვედით სიტუაციის გასარკვევად, მოვიდა ეს ე.წ. დეპუტატი "ოცნების", რომელიც დადებულია პარლამენტში და პირდაპირ, უაპელაციოდ გვეუბნება, რომ ჩვენ ვართ პროვოკატორები. ადამიანი გვიცემეს, საავადმყოფოშია გადაყვანილი და ჩვენ გვეუბნება, რომ პროვოკატორები ვართ, ეს არის ჩვეულებრივი ტერორი", - ამბობს 20/20-ის დამკვირვებელი. 

ცნობისთვის, დილიდან საარჩევნო პროცესი მარნეულში დარღვევებით დაიწყო. შეიმჩნეოდა საარჩევნო უბნებთან აგიტატორების აქტიურობა. გარდა ამისა, რამდენიმე უბანზე საარჩევნო ყუთში ყალბი ბიულეტენების ჩაყრის მცდელობას ჰქონდა ადგილი, ერთ-ერთ უბანზე კი მოქალაქე სხვისი სახელითა და გვარით ცდილობდა შესვლას.

"მთავარი არხის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი