ბათუმში ჩვენ დამკვირვებელს თავს დაესხნენ და თავ-ყბის დამტვრევით დაემუქრნენ - სიმონიშვილი

გამოქვეყნდა:

"ბათუმში ჩვენ დამკვირვებელს თავს დაესხნენ და დაემუქრნენ!!! - წერს საიას თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი და 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე და  ვიდეომასალას ავრცელებს. 

საიაში ამბობენ, რომ ბათუმის N44 უბანზე პერიმეტრის დამკვირვებლის, თემურ ირემაძის მიმართ უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი უცნობი პირის მხრიდან ადგილი ჰქონდა აგრესიას და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარას.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, საიამ მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს.

"ბათუმში ჩვენ დამკვირვებელს თავს დაესხნენ და დაემუქრნენ!!!

ისევ გრძელდება პერიმეტრზე ამომრჩევლის ნების კონტროლი და გაურკვეველი ადამიანების მობილიზება. ამის გადაღებისას კი თავ-ყბის დამტვრევით დაემუქრნენ ჩვენ დამკვირვებელს და ტელეფონიც წაართვეს",- წერს ნიკა სიმონიშვილი Facebook-ზე.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი