დარღვევებით მიმდინარეობს საარჩევნო პროცესი სამეგრელოში. საარჩევნო უბანთან დამკვირვებლები, სავარაუდოდ, ხმის მისაცემად მისულ ამომრჩეველს აკონტროლებენ და წინასწარ შედგენილ სიებში ამოწმებენ. მათ შორის, დაფიქსირდა ამომრჩევლის მოსყიდვის სავარაუდო შემთხვევაც.
არსებული ინფორმაციით, სენაკის საარჩევნო უბანზე მობილიზებულია მანქანა, სადაც სავარაუდოდ ამომრჩეველს ჯერ იქ იბარებენ, შემდეგ უბანზე ხმის მისაცემად უშვებენ და ფულს უხდიან.
ფულის დარიგებას უარყოფენ ადგილზე მყოფი სამართალდამცველები და ამბობენ, რომ მათ არაფერი დაუნახავთ.
ავტორი: ემა გოგოხია