გლდანში საარჩევნო უბანზე, პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო. 72-ე უბანზე პოლიცია გამოიძახეს. ადგილზე ვითარება დაძაბულია.
იქ იმყოფება "ოცნების" აქტივისტი შაკო კოჭაშვილი და გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატი ელენე ხოშტარია.
ხოშტარია სხვადასხვა სახის დარღვევებზე საუბრობს, რასაც უარყოფს და ვერ ხედავს კუჭაშვილი და ოპოზიციონერს "დარღვევებზე მითითებებს" აძლებს.
კუჭაშვილი არ უნახავს არც ის, სადაც ხოშტარიას ინფორმაციით, ჩანს, რომ უცხო პირი კომისიის ფორმაში გადაცმულ ქალბატონებს ქაღალდებს გადასცემს.
"არც ერთ მოქალაქესთან არ შევალ დაპირისპირებაში, რაც უნდა პარტიულ დავალებას უნდა ასრულებდეს. დღეს მშვიდად არჩევნების ჩატარება არის ჩვენი ამოცანა. მოვიდნენ რატომ? - იმის გამო, რომ უბანზე მოხდა უხეში დარღვევა და ჩათვალეს, რომამ ხმაურით გადაფარავენ ამ დარღვევას",- თქვა ელენე ხოშტარიამ.
გლდანში, საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ნინო გოგუაძეც, რომელმაც თქვა, რომ მისი ინფორმაციით უბანზე მობილიზაცია იგეგმება.
"ხდება შპანას მობილიზაცია, როგორც გვითხრეს და დავდივართ. გვაინტერესებს რა გარემოა გლდანში",- თქვა ნინო გოგუაძემ.
ცნობისთვის, შაკო კუჭაშვილი, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დამკვირვებლად არის წარმოდგენილი, "ქართული ოცნების" აქტივისტია.