ქუთაისის 37-ე უბანზე, "ქართულ ოცნებასთან" აფილირებულმა კომისიის წევრმა, საარჩევნო ყუთში ბიულეტენები ჩაყარა - ინფორმაციას ამის შესახებ ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი ქუთაისში, ხატია დეკანოიძე ავრცელებს.
მისივე თქმით, ვიდეომტკიცებულებებს ცოტა ხანში გაავრცელებენ.
გარდა ამისა, დეკანოიძის ინფორმაციით, 124-ე უბანზე დაფიქსირებულია ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის, გაბუნიას აქტიურობა შეინიშნება, ასევე შემჩნეულია ფულის დარიგებაში.
დეკანოიძის თქმით, ფულის დარიგების ფაქტები ფიქსირდება 95-ე უბანზეც, ვინმე კახას მხრიდან, რომელიც მისივე ინფორმაციით, "ოცნებასთან" დაახლოებული პირია.
ქუთაისის მერობის კანდიდატის ინფორმაციით, მე-10 უბანზე ამომრჩევლებს ბიულეტენებისთვის ფოტოების გადაღებას აიძულებენ.