"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერის, რომ "ოცნებამ" სერიოზულ და მასობრივ დარღვევებზე გადასვლა უკვე დაიწყო.
ნიკა გვარამია ოპოზიციას მოუწოდებს, რომ განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინონ რეგიონებში:
"მოკლედ და კონკრეტულად:
ოპოზიცია ძალიან კარგადაა 12 საათისთვის
ოცნებამ დაიწყო სერიოზულ და მასობრივ დარღვევებზე გადასვლა. უპირველესად მოსყიდვა და ბიულეტენების გაბათილება. უკვე იყრება კარუსელები.
ოპოზიცია, განსაკუთრებით რეგიონებში - იმოქმედეთ!",- წერს ნიკა გვარამია Facebook-ზე.