15:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 33.18%-ია - ცესკო

გამოქვეყნდა:

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 15:00 საათისთვის საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 33.18% შეადგინა, რაც რაოდენობრივად 1 160 413 ადამიანია.

ყველაზე მაღალი აქტივობა რაჭა-ლეჩხუმშია - 47.5%, ხოლო ყველაზე დაბალი ქვემო ქართლში - 30.3%.

ცნობისთვის:

  • 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 12:00 საათისთვის აქტივობა 36.45% იყო
  • 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე - 29.84%
  • 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე - 34.79%; 

ცნობისთვის, საარჩევნო უბნები მთელი ქვეყნის მასშტაბით 08:00 საათზე გაიხსნა. ხმის მიცემის პროცესი 20:00 საათზე დასრულდება.

ამავე თემაზე: 

ცესკო: 12:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 17.72%-ია - ყველაზე დაბალი აქტივობა თბილისშია

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი