რუსთავის ერთ-ერთ უბანზე შუქი ჩააქრეს და "მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფს ადგილზე მუშაობის საშუალებას არ აძლევენ

გამოქვეყნდა:

ხმაურია რუსთავში, სადაც მე-14 საარჩევნო უბანზე შუქი ჩაქრა. კენჭისყრის პროცესი კი მხოლოდ მას შემდეგ შეწყვიტეს, რაც ადგილზე "მთავარი არხის" გადამღები ჯგუფი მივიდა. 

მე-14 უბნის კომისიის თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ მას საარჩევნო პროცესი არ შეუწყვეტია და არც უბანზე იყო სიბნელე, რადგან 10 წუთში ჩამობნელდა. 

"აი უკვე, ამასობაში ჩამობნელდა. თქვენ რომ შემოხვედით, მაგ დროს კარგად იყო განათებული, იყო სინათლე საკმარისი და ამის შემდეგ მე რომ შევწყვიტო კენჭისყრა ხომ უნდა მაცადოთ პროცესი. ფანჯრებიდან შემოდიოდა სინათლე და შენ გამიჩერე აქ ყველაფერი. კენჭისყრაში მიშლი ხელს",- თქვა თამუნა ლოლაძემ კომისიის თავმჯდომარემ. 

საარჩევნო უბანზე იმყოფება "ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიორგი კაპანაძე, რომელიც ამბობს, რომ კომისიის თავმჯდომარემ პროცედურის შეწყვეტის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც გაიგო, რომ "მთავარი არხის" გადამღები ჯგუფი მიდიოდა. 

"რომ მოვედი ამ უბანზე იყო შუქი ჩამქვრალი, ქალბატონმა გადაწყვიტა, რომ პროცესი არ შეეჩერებინა, თუმცა მას შემდეგ, რაც თქვენ გამოჩნდით, მიაწოდეს ინფორმაცია, რომ მოდიოდა "მთავარის ჟურნალისტი" და მიიღო გადაწყვეტილება, რომ ამ უბანზე შეეჩერებინა ხმის მიცემის პროცესი, რადგან შუქი ჩამქვრალია და ფაქტობრივად შეუძლებელი იყო რეალურად მომხდარიყო იდენტიფიცირება",- თქვა გიორგი კაპანაძემ. 

ცნობისთვის, არსებული ინფორმაციით, რუსთავის მე-14 საარჩევნო უბნიდან არასამთავრობო ორგანიზაცია 20/20-ის დამკვირვებელიც გააძევეს. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი